აჩუქეთ ახალ წელს წიგნი მეგობარს! – თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

 23-25 დეკემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში,  თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალი, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ უკვე ტრადიციად დაამკვიდრა, 11:00 საათზე გაიხსნება.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
მხოლოდ 3 დღით, წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელის. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს. მოაწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს. გაიმართება საჯარო ლექციები.
გარდა ამისა, ასოციაცია ტრადიციულად იზრუნებს პატარა დამთვალიერებლებზე, რომელთაც ელოდებათ განახლებული საბავშო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით.
ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. აჩუქეთ ახალ წელს წიგნი მეგობარს! შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით!
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები