„განთიადი თავდადებულის საფლავზე” – თბილისში იზა ვეფხვაძის საავტორო სპექტაკლი გაიმართება

22 დეკემბერს, 13 საათზე, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართება უდიდესი ქართველის, წმინდანად შერაცხული წმინდა დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლი „განთიადი თავდადებულის საფლავზე”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, თბილისი ამ სპექტაკლის პრემიერას უმასპინძლებს.
ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი, რომელიც იზა ვეფხვაძემ დააარსა,  პოპულარიზაციას უწევს მწერლობას, ხელოვნებას, ლიტერატურას, მეცნიერებას, კულტურას, ხელს უწყობს ღირსეულ მამულიშვილთა ღვაწლის წარმოჩენას. არსებობის 21 წლის მანძილზე თეატრმა უამრავი ლიტერატურული სპექტაკლი დადგა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წარმოადგინა.
რეპერტუარიდან აღსანიშნავია: რეზო თაბუკაშვილის, მერაბ კოსტავას, დავით სარაჯიშვილის, ოტია იოსელიანის, გურამ დოჩანაშვილის, გურამ რჩეულიშვილის, გოდერძი ჩოხელის, ევგენი ხარაძის, უშანგი ჩხეიძის, ესმა ონიანის, რეზო ჭეიშვილის, ოთარ მამფორიას, ზურაბ კუხიანიძის, შოთა ნიშნიანიძის, ლევან სანიკიძის, მიხეილ ქვლივიძის, თამაზ სანებლიძის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული წარმოდგენები და კიდევ არაერთი.
სპექტაკლი „განთიადი თავდადებულის საფლავზე” გაიმართება ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქუჩა 4-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები