დიმიტრი ქუმსიშვილი: ამ წუთის მდგომარეობით, ელექტროენერგიაზე ფასის მატება არ მოხდება

პირველი ვიცე პრემიერი და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ელექტროენერგიაზე ფასის ზრდას არ ელოდება. აღნიშნულ საკითხზე მან დღეს პარლამენტში ისაუბრა.
„ელექტროენერგიაზე ფასი გაიზრდება თუ არა – ამ წუთის მდგომარეობით, რაც მე ვიცი – არა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ეს არის რეგულირებადი სფერო. შესაბამისად, კომპანიებს შეუძლიათ მიმართონ მარეგულირებელს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებების მისაღებად ცოტა მეტია საჭირო, თუმცა ეს მან უნდა მიიღოს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები