ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლარის კურსზე: არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგად იქნება

“არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგად იქნება”, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6599 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6154 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0445 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები