დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყანაში დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს

“ჩვენი ყველაზე დიდ გამოწვევა დოლარიზაციის მაჩვენებელია”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ”პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნულის შესამცირებლადაა დაგეგმილი ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა.

„ჩვენი ყველაზე დიდ გამოწვევა დოლარიზაციის მაჩვენებელია. სწორედ მის შესამცირებლადაა დაგეგმილი ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მათი განკარგვადი შემოსავლის შემცირება, რაც გამოიწვია დოლარის კურსის გამყარებამ. შესაბამისად, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ვთქვით, რომ ამ ქვეყანაში დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები