დიმიტრი ქუმსიშვილი : გაკეთებული გვაქვს ანალიზი და შესაბამისად, ვიცით კონკრეტული აქციზის შემთხვევაში, რა ზეგავლენას მოახდენს გადაწყვეტილებები

”ქალბატონმა ელენემ ასევე პათეტიკური შეკითხვა დამისვა და მკითხა, ვიცი თუ არა, რომ აქციზის ზრდა ასევე აწვება ეკონომიკას”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ელენე ხოშტარიას შეკითხვას, იცის თუ არა, ქუმსიშვილმა, რომ აქციზის ზრდა ეკონომიკას აწვება.
ქუმსიშვილის განმარტებით, მთავრობას გათვლილი აქვს ის, რომ აქციზის ზრდა, გარკვეულწილად, აწვება ეკონომიკას.
”ქალბატონმა ელენემ ასევე პათეტიკური შეკითხვა დამისვა და მკითხა, ვიცი თუ არა, რომ აქციზის ზრდა ასევე აწვება ეკონომიკას. მინდა მოგახსენოთ, ქალბატონო ელენე, რომ გაკეთებული გვაქვს ანალიზი და შესაბამისად, ვიცით კონკრეტულად, კონკრეტული აქციზის შემთხვევაში, რა ზეგავლენას მოახდენს გადაწყვეტილებები. ეს შესაბამისი განმარტებით ბარათშიც არის.
თუ იქ კონკრეტულ რიცხვებთან გაქვთ შეკითხვა, სპეციალისტების დონეზე შესაძლებელია, უბრალოდ ვიმსჯელოთ, ეს რიცხვი როგორია ან სხვა რიცხვი როგორია, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს გათვლები არის გაკეთებული”, -განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები