ქეთი მელუას და გორის ქალთა კამერული გუნდის დასკვნითი კონცერტი ოპერის თეატრში

20 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნითი კონცერტი გაიმართება. ოპერაში მისულ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, დაესწროს უნიკალური ალბომის, „In Winter“-ის წარდგინებას.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ქეთი მელუას ბოლო ალბომი, სახელწოდებით „In Winter“ („ზამთარში“) 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ის მომღერლისა და გორის ქალთა კამერული გუნდის ერთობლივი პროექტია, რომელიც 2015-2016 წლებში, საქართველოში ჩაიწერა. პარალელურად, 28 ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, დაიგეგმა ერთობლივი ევროპული ტურნე: 28 კონცერტი გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია ევროპაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები