„წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან

14 დეკემბერს, 19:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში  ლიტერატურულ კონკურს ”წეროს“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „წერო“ ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებგვერდზე lit.ge ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე 400-მდე საკონკურსო ნაწარმოებიდან ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (ლევან ბერძენიშვილი, ნესტან-ნენე კვინიკაძე, დავით გორგილაძე, მარი ბექაური, ზვიად კვარაცხელია) 16 საუკეთესო დაასახელა. მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს აფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს მკითხველი. მკითხველებს ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებგვერდზევე საშუალება აქვთ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაშრომის შესახებ.
14 დეკემბერს მკითხველთა შეფასებების მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდება:
პირველი პრემია: ვერცხლის წერო და 4000 ლარი;
მეორე პრემია: 2000 ლარი;
მესამე პრემია: 1000 ლარი.
საღამოზე ასევე დაჯილდოვდება ჟიურის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობების ”ინტელექტი“ და “წიგნები ბათუმში” რჩეული ნაწარმოებები.
ყველაზე აქტიური მკითხველებს სპეციალურ პრიზებს Lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC გადასცემს.
ლიტერატურულ კონკურს „წეროს“ ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები