აზიის განვითარების ბანკიდან საქართველომ 98,7 მილიონი აშშ დოლარი მიიღო

აზიის განვითარების ბანკიდან საქართველომ 98,7 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა. ყავლაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი ბიუჯეტის მხარდამჭერი სასესხო ხელშეკრულებების რატიფიცირების შემდეგ, დაახლოებით 255 მილიონი ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სავალუტო ანგარიშზე დღეს ჩაირიცხა.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) ბიუჯეტის მხარდამჭერ სასესხო ხელშეკრულებებს ხელი მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები