კონფერენცია „შოთა რუსთაველი-850“ გაიმართება
13 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ქართულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გაიხსნება ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის VII სამეცნიერო კონფერენცია – “შოთა რუსთაველი – 850”.
მემორანდუმის ხელმოწერამდე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე.
ქართული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული “ვეფხისტყაოსნის” იშვიათი გამოცემების გამოფენა.