წიგნის – „ნაპოლეონის” წარდგინება და საჯარო განხილვა გაიმართება

12 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ ივანე მენთეშაშვილის წიგნის  – „ნაპოლეონის” წარდგინება  და საჯარო განხილვა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წარდგინებას გახსნის საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე; წიგნის შესახებ ისაუბრებს მისივე ავტორი ივანე მენთეშაშვილი; „პალიტრა L”-ის მიერ განხორციელებულ პროექტსა და თავად წიგნზე ისაუბრებს გამომცემლობის მთავარი რედაქტორი ლადო იოსებაძე;
წიგნის შესახებ აზრს გამოთქვამენ: ასოციაცია „კულტურათა დიალოგის“ პრეზიდენტი, პროფესორი ვალერი ასათიანი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები – გივი ბოლოთაშვილი, მერაბ კალანდაძე, ვასილ კაჭარავა და მთარგმნელი დალი იაშვილი.
წიგნი „ნაპოლეონი” გამოსცა „პალიტრა L”-მა სერიიდან ,,50 პერსონა – მათ შექმნეს ისტორია”.
წარდგინება  გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ფურცელაძის ქ. 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები