შოთა რუსთაველი – 850: იერუსალიმში ქეთი მატაბელის გამოფენა გაიმართა

ისრაელში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
კულტურის სამინისტროს დელეგაციის ორგანიზებითა და ისრაელში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, იერუსალიმის თეატრის ფოიეში, მხატვარ ქეთევან მატაბელის გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ, „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შესრულებული ნამუშევრები.
ოდნავ მოგვიანებით კი თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა და საქართველოს სახელმწიფო კაპელამ, პოეტის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა. კონცერტს ისრაელელი მაესტრო ამოს ტალმონი დირიჟორობდა; შესრულდა მოცარტის „რეკვიემი“.
ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ისრაელში, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები