კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები აშდოდის ვიცე-მერს შეხვდნენ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფებიან.
აშდოდში, ქართულ დელეგაციას ქალაქის ვიცე-მერმა მოშე ბოთერაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას აშდოთში მცხოვრები ქართველი ებრაელები ესწრებოდნენ.
მოშე ბოთერაშვილის ინიციატივით, ქალაქ აშდოდში აშენდა ქართველ ებრაელთა კულტურის ცენტრი, რომელიც თავის თავში ქართველ ებრაელთა ისტორიის მუზეუმსაც მოიაზრებს.
მანანა ბერიკაშვილმა ვიცე-მერს მუზეუმისთვის უსახსოვრა პირველი საჩუქრები: ივრითულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“, მხატვარ ქეთევან მატაბელის ფოლიანტები და კულტურის სამინისტროს მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე გამოცემული წიგნები.
ქართული დელეგაციის ისრაელში ვიზიტი შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს უკავშირდება; ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, ამ თარიღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები