ნობელის დღე

10 დეკემბერი ნობელის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით გამომცემლობა „არტანუჯი“ და წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“  ბობ დილანის საღამოს მართავენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ამერიკელი პოეტისა და მუსიკოსის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ბობ დილანის ავტობიოგრაფიული წიგნის მთარგმნელი თაკო ჭილაძე და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია ისაუბრებენ.
ღონისძიების სტუმრები ასევე მოისმენენ ბობ დილანის არაჩვეულებრივ მუსიკას ცოცხალი შესრულებით. დილანის ქავერებს ლექსო რატიანი და თომა გლურჯიძე შეასრულებენ.
სტოკჰოლმსა და ოსლოში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე ნობელის პრემიის ლაურეატებს ყოველწლიურად სწორედ 10 დეკემბერს აჯილდოებენ. 2016 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ბობ დილანს მიენიჭა.
დილანის ავტობიოგრაფიულ წიგნთან („ქრონიკები“) ერთად, „შაქრო ბაბუაში“ სხვა ნობელიანტი ავტორების წიგნების შეძენაც იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები