ფოტოგამოფენა „ახალი დასაწყისი“ გაიხსნება

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, გალერეაში T.G. Nili Art Space, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ეგიდით  ფოტოგამოფენა „ახალი დასაწყისი“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენილი იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) ჩასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდების ფოტონამუშევრები მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან. აღნიშნული ფოტოგამოფენა ტარდება პროექტის „ახალგაზრდების მდგრადობისათვის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს იგპ ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობასა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას სამიზნე თემებში. აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში და მხარდაჭერილია დანიის წითელი ჯვრისა და როსკილდ ფესტივალის მიერ.
ღონისძიებას დაესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობის, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, კორპორატიული სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
მისამართი: გრიშაშვილის ქ. N12,
ფოტოგამოფენა გრძელდება ერთი კვირის განმავლობაში, 10-16 დეკემბერი, 12:00-18:00.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები