თარგმანის კვირეული – მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრა გაიმართება

9 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ გაიმართება შეხვედრა მაია ფანჯიკიძესთან. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრა გაიმართება თარგმანის კვირეულის ფარგლებში, რომელსაც წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ 5-დან 9 დეკემბრამდე მასპინძლობს.
მაია ფანჯიკიძე – მთარგმნელი, დიპლომატი.
თარგმნა თომას ბერნჰარდის პიესა „სანახაობის მომწყობი“. შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრებს დედის, დალი ფანჯიკიძის თარგმანებზე და წარადგენს მის ახალ თარგმანს – ულრიხ პლენცდორფის „ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები