თარგმანის კვირეული – „შაქრო ბაბუა“ გურამ გოგიაშვილს უმასპინძლებს

8 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ გაიმართება შეხვედრა გურამ გოგიაშვილთან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრა გაიმართება თარგმანის კვირეულის ფარგლებში, რომელსაც წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ 5-დან 9 დეკემბრამდე მასპინძლობს.
ცნობისათვის: გურამ გოგიაშვილი – მთარგმნელი, ჟურნალისტი.
თარგმნა ფრანსუა რაბლეს შედევრი „გარგანტუა და პანტაგრუელი“. ასევე მილორდ პავიჩის რომანები: „ხაზარული სიტყვისკონა“, „სხვა სხეული“, „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“ და „ბელგრადის ბიოგრაფია“. ჩინელი ნობელიანტის მო იენის „დიდი ძუძუ-მკერდი, განიერი გავა“.
გურამ გოგიაშვილი დაჯილდოებულია ივანე მაჩაბლისა და საგურამოს პრემიებით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები