ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5744 ლარი გახდა.
ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5744 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5598 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0146 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7734 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7234 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0500 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები