ემზარ ჯგერენაია: ლარიზაციის თემის აწევამ გამოწვია გარკვეული შოკი

რეალურად ჩვენ ვმკითხაობთ, რადგან დოკუმენტი ჯერ დამთავრებული არ არის, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა.
ექსპერტი თვლის, რომ ლარიზაციაზე წამოწყებულმა კამპანიამ პანიკა გამოიწვია, მისი აზრით, დოკუმენტის დასრულებამდე, მასზე საუბარი არ უნდა დაწყებულიყო.
„კრედიტის აკრძალვასთან დაკავშირებით არის გარკვეული კითხვები და ეს იყო ნაადრევი განცხადებები, როცა საუბარი დაიწყო ლარიზაციაზე, ამას უნდოდა სიფრთხილით მიდგომა, ის პანიკა, რაც იყო, გარკვეულწილად ამ ფაქტორმაც განაპირობა.
როცა დოკუმენტი ჯერ მზად არ არის, მასზე არ უნდა ატყდეს აჟიოტაჟი, ეს უნდა იყოს ფინანსისტების და ეკონომისტების მსჯელობის საგანი,“-განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები