რუსთავის პროკურატურის წარმომადგენლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის’’ ფარგლებში, რუსთავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ქ. რუსთავში გამწვანების აქცია ქალაქის მერიის ორგანიზებით მოეწყო. აქციის ფარგლებში თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასა და შარტავას გამზირის გამწვანების ზოლში რამდენიმე სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხის 300 ნერგი დაირგო.
ღონისძიებაში მონაწილეობა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა – პაატა მხეიძემ და გიორგი ბეგაძემ, რუსთავის რაიონულმა პროკურორმა კონსტანტინე სირაძემ მიიღეს. გამწვანების აქციას პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ მიზნად ისახავს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები