“რა უფლება აქვთ ეკა ტყეშელაშვილს და ანდრო ბარნოვს, რომ ასეთი განცხადებები აკეთონ“

  უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე “რუსთავი 2″-ის ეთერში უკრაინის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს სოციალური ქსელით ეხმაურება. “კვირა“ ირაკლი კაკაბაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“რუსთავი 2-ის“ გადაცემას ვუყურე უკრაინის შესახებ, სადაც გამომსვლელების უმრავლესობა, ან უბრალოდ რუსოფობი იყო, ანაც სრული ფარისეველი. რა უფლება აქვთ ეკა ტყეშელაშვილს და ანდრო ბარნოვს რომ ასეთი განცხადებები აკეთონ, როცა სრულიად შეგნებულად აპრავებდნენ საქართველოში ფსბ-ს გენერალ-პოლკოვნიკის, თემურ ალასანიას იარაღით ვაჭრობის ბიზნესს, რომელმაც საქართველოს 10-15 მილიარდი ლარის ღირებულების იარაღი მოაკლო და 2008 წლის ომში ქართული არმია შიშველი ხელების ამარა დატოვა?.. რატომ ერთხელ მაინც არ დაუსვეს მათ საკუთარ მოღალატე პრეზიდენტს კითხვა იმ კონტრაქტის თაობაზე, რომელმაც ოფშორულ კომპანიას უფლება მისცა ქართველი გადამხდელის თანხა მიეთვისებინა, და სამაგიეროდ იარაღი მესამე ქვეყანაში გადაეყიდა?!.. ეს ხალხი კიდევ როგორ ბედავს ვინმესთვის ჭკუის სწავლებას?! უნდა გამოვიდეს ხალხი და აქეთ ამათ ასწავლოს ჭკუა!“,- წერს ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

1615045_209400779266113_1445090562_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები