საფრანგეთის სასამართლო დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხს განიხილავს.

  საფრანგეთში, ქ. ექს-ან-პროვანსის სასამართლო საქართველოს შუამდგომლობის საკითხის განხილვას იწყებს. ქართული მხარე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხს ითხოვს – ამის შესახებ „კვირას“ საფრანგეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონმა. მისივე თქმით, საფრანგეთის სასამართლოში კეზერაშვილის ინტერესებს ადგილობრივი ადვოკატები იცავენ. კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რიყისა და ტელე “იმედის” გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები