კახა კალაძე: ვილაპარაკოთ სიმართლე, ბატონ უჩა მამაცაშვილს რკინიგზასთან არანაირი შეხება არ აქვს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, თოქშოუ “არჩევანში”, კახა კალაძეს ჟურნალისტმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.
ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი საქართველოს რკინიგზაში მიავლინა იმისათვის, რომ “დაელაგებინა” სიტუაცია – ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა გადაცემის მონაწილეებს.
“არ არის სწორი ინფორმაცია, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ვიყოთ კორექტულები, არ ვიცრუოთ. ვილაპარაკოთ სიმართლე, ბატონ უჩა მამაცაშვილს რკინიგზასთან არანაირი შეხება არ აქვს, რკინიგზას ჰყავს თავისი ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძის სახით. მზად ვარ, თქვენთან ერთად მივიდე მამუკა ბახტაძესთან და მოვისმინოთ პასუხები, თვითონაც დარწმუნდებით, რომ ცრუ ინფორმაცია გაქვთ”, – განაცხადა კალაძემ.
“ქართული ოცნების” ახალი წევრის, გიორგი გახარიას თქმით, უჩა მამაცაშვილი მუშაობდა საპატრნიორო ფონდში, შესაბამისად, ჰქონდა უფლებამოსილება, რომ ამ პროცესებში მონაწილეობა მიეღო.
“ამაში არაფერი არაფორმალური მმართველობის შეფასებას არ გვაძლევს. “საპარტნიორო ფონდი” არის ორგანიზაცია, რომელიც ფლობს რკინიგზას, შესაბამისად, თუ იღებდა გარკვეულ მონაწილეობას საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ამაში გასაკვირი არაფერია. დღეის მდგომარეობით, როგორც ვიცი, ის იქ აღარ მუშაობს და ეს საკითხი აღარ დგას. ამიტომ, არაფორმალურ მმრთველობად გაფორმება მაშინ, როდესაც ადამიანი თავის მოვალეობებს ასრულებს, არ არის სწორი”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები