„პროკურატურას ძალიან სჭირდება საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა“

  საქართველოს მთავარ პროკურატურას ძალიან სჭირდება საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა. ეს მათ ექნებათ -ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მთავარი პროკურორის დანიშვნის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. “ ჩვენ გუშინ პრემიერ-მინისტრმა პროკურორის კანდიდატურაზე საკუთარი მოსაზრება გაგვაცნო, ჩვენ ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ და შემდეგ მან უკვე იუსტიციის მინისტრთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება ახალი პროკურორის წარდგენის შესახებ. პროკურატურას ძალიან სჭირდება საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა. ეს მათ ექნებათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ დასამთავრებელი“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები