გია ვოლსკი: ვერავინ იტყვის, რომ გვარამიას მივარდნები და განცხადებები სასამართლოზე გავლენას არ ახდენს

კრიტიკა უნდა იყოს გარკვეული, ლიმიტირებულ და სამართლებრივ ნაწილზე გავლენას არ უნდა ახდენდეს, – ამ განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომელიც მედიის საქმიანობას ეხება.
“არ შეიძლება პოლიტიკოსს გარკვეულ თემებზე საუბარი აუკრძალო, რადგან ეს არანაირ დემოკრატიულ სტანდარტში არ წერია.
ვერავინ იტყვის, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მივარდნები და განცხადებების კეთება სასამართლოზე გავლენას არ ახდენს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები