პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე სანდრა რულოვსი კომენტარს არ აკეთებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ უპასუხა.
ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, რულოვსმა განაცხადა, რომ ბრიფინგი საბავშვო ბაღის გათავისუფლებული გამგის აღდგენასთან დაკავშირებით აქვს და სხვა კითხვებს არ უპასუხებს.
„არ ვპასუხობ. დღეს პრესკონფერენცია სხვა თემაზე მაქვს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
რაც შეეხება პრესკონფერენციას, სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ კორცხელში “ქართული ოცნების” მიერ შუალედური არჩევნების წაგების შემდეგ, ერთ-ერთი ბაღის გამგე ირმა ნაჭყებია, რომელის მეუღლეც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყო,  სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.
როგორც რულოვსმა აღნიშნა, ირმა ნაჭყებია სასამართლომ ბაღის გამგედ ცოტა ხნის წინ აღადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები