მაია ფანჯიკიძე აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

  საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის კონგრესის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და სენატორების მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე საკითხები, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების პრობლემატიკა, ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2014 წლის მანძილზე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლასა და, ზოგადად, ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
აშშ-ის დელეგაციამ ქართულ მხარეს 2013 წლის მანძილზე მიღწეული წარმატებები მიულოცა. მათი მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. აშშ-ის დელეგაციამ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და მისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები