ალექსანდრე ჭიკაიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

   შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვდება ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ოფისის ხელმძღვანელებს, აგრეთვე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის შტაბ-ბინა „Scotland Yard“-ში. დაგეგმილია შეხვედრა დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში, სადაც ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი 24 იანვარს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები