„ნაციონალებს“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვთ და რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეთ, ეს არის არეულობა და ქაოსი”

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი აღარ აქვს და ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს, ეს არის არეულობა და ქაოსი ქვეყანაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა.
კახიანის თქმით, თუკი არსებობს რაიმე სახის არეულობის მოწყობის შესაძლობაზე ინფორმაცია, ამის შესახებ სამართალდამცავი უწყებები უნდა იყვნენ ინფორმირებული.
„ის რომ დესტრუქციული ქმედებები არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში და ერთადერთი, ამაში ხედავენ გამოსავალს, ეს ცნობილია. ამ ნაწილში სრულად ვეთანხმები განცხადების პათოსს, თუმცა მე რაიმე სახის ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები