პატრიარქი დაკარგულ ჯარისკაცებზე: იმედი მაქვს, რომ ჩვენ მათ ცოცხლებს ვიხილავთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პატრიარქი გონიოში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად ჩავიდა, რის შემდეგაც ზღვაში დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები მოინახულა და დალოცა. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცები ოჯახებს დაუბრუნდებიან.
„მე მოვედი იმისთვის, რომ თქვენთან ერთად აღვავლინო ლოცვა. ღმერთმა მალე გამოაჩინოს ისინი, შევწიროთ მადლობა უფალს, რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგას. მთელი საქართველო წუხს, რომ ჯერ-ჯერობით ვერ ვნახეთ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მათ ცოცხლებს ვიხილავთ. ღმერთმა დალოცოს ისინი და მალე დააბრუნოს საქართველოში.
ღმერთი მოწყალეა და იმედია, ჩვენი ლოცვა იქონიებს დიდ ძალას და ჩვენ ვნახავთ მათ ჩვენს სახლებში. ჩვენთან არს ღმერთი“, – ბრძანა პატრიარქმა.
გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად გონიოში სამხედრო-საზღვაო ცერემონიალი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები