თბილისის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიის წევრების მიერ შექმნილი ფრაქცია დაიშალა

თბილისის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრების მიერ შექმნილი ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ დაიშალა.
როგორც “კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ზაზა ვეკუას გარდა ბურჯანაძის პარტია თამარ ცინცაბაძემ და შალვა ოგბაიძემაც დატოვეს, რაც შესაბამისად, ფრაქციის დაშლას იწვევს.
მათივე ინფორმაციით, ცინცაბაძე და ოგბაიძე საკრებულოს დეპუტატებად რჩებიან და მოსახლეობის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას აგრძელებენ.
ზაზა ვეკუა პარტია „დემოკრატიურლი მოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო, თამარ ცინცაბაძე – პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ხოლო შალვა ობგაიძე – პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი.
როგორც საკრებულოში განმარტავენ, ბურჯანაძის პარტიიდან წასული წევრები მალე ახალ ფრაქციას შექმნიან. ჯერჯერობით უცნობია ახალი ფრაქციის სახელწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები