კარიბის ზღვაში ბორანს ცეცხლი გაუჩნდა

კარიბის ზღვაში, პუერტო-რიკოს სანაპიროსთან, ბორანს ცეცხლი გაუჩნდა. მის ბორტზე 500 მგზავრი იმყოფება. აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ამჟამად მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა ევაკუაცია მიმდინარეობს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ბორანი ქალაქ სან-ხუანიდან ერთ მილში იმყოფება. ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ბორანზე სერიოზული ხანძარი 2014 წელს, საბერძნეთის სანაპიროსთან მოხდა. გემის ბორტზე 400 ადამიანი იმყოფებოდა. მაშინ ხუთი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები