„ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად ირანმა რუსეთს ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლება მისცა

ირანმა რუსეთს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლება ოფიციალურად მისცა. ამის შესახებ ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალი შამხანიმ განაცხადა.
„ჩვენ და რუსეთს სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში სტრატეგიული ურთიერთობები გვაქვს, ამიტომ პოტენციალი და საშუალებები უნდა გავაერთიანოთ“ – განაცხადა შამხანიმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანის ჰამადანის აევიაბაზიდან აფრენილმა „ტუ-22მ3“-ის და „სუ-34“-ის ტიპის რუსულმა ბომბდამშენებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები უკვე დაბომბეს. რუსეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ირანის ავიაბაზის გამოყენების შედეგად მიზნამდე მანძილი ორჯერ შემცირდა, რაც ნაკლები საწვავის და მეტი ბომბების ჩატვირთვის საშუალებას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები