ირანში „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი წევრი მოკლეს

ირანის სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, ერაყის საზღვრის სიახლოვეს პოლიციამ ოთხი ადამიანი მოკლა, რომლებიც, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან.
კერმანშახის პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, განადგურებული „ბოევიკები“ ირანის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდნენ.
ირანის პოლიციამ ბოლო დროს რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაკისტანისა და ერაყის ტერიტორიიდან ქვეყანაში ტერორისტები შეღწევას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები