იემენში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

11 ადამიანი დაიღუპა და 19 დაიჭრა იემენში ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ საავადმყოფოზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ავიაიერიში იემენის ჩრდილოეთ ნაწილში კოალიციის ძალებმა განახორციელეს, რომელსაც საუდის არაბეთი უდგას სათავეში. როგორც ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, საავადმყოფოს ადგილმდებარეობა კარგად იყო ცნობილი და ის შემთხვევით არ დაბომბილა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში იემენში ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ საავადმყოფოები ოთხჯერ დაიბომბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები