ნიუ-იორკის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

ნიუ-იორკში, ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში, ერთ-ერთი ტერმინალის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი დროით, 21:30 საათზე, პოლიციამ აეროპორტის მერვე ტერმინალზე ორი გასროლის შესახებ შეტყობინება მიიღო, თუმცა მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.
უცნობია, ვინ და საიდან განახორციელა ზარი. ადმინისტრაციამ და უსაფრთხოების სამსახურმა მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, 2 საათის განმავლობაში გადაიდო და შეჩერდა რეისების მიღება.
მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები