ნიუ-იორკში სასულიერო პირი და მისი თანაშემწე მოკლეს

ნიუ-იორკში სასულიერო პირი და მისი თანაშემწე მოკლეს. თავდასხმა მეჩეთის მახლობლად მოხდა. უცნობი პირი იმამსა და მის თანაშემწეს უკნიდან მიუახლოვდა და ორივე მათგანს თავში ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ, უცნობია თავდასხმის მოტივიც. გავრცელებული ცნობით, 55 წლის სასულიერო პირი ნიუ-იორკში ბანგლადეშიდან ორი წლის წინ გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები