დაუბეგრავი მინიმუმის სახით მოქალაქეებზე 30 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

  დაუბეგრავი მინიმუმის სახით ოთხ დღეში მოქალაქეებზე 30 მილიონ ლარზე მეტი გაიცა,- ამის შესახებ კომენტარი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა. მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 220 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული, რომელთა შემოსავალიც გასული წლის განმავლობაში 6 ათას ლარზე ნაკლები იყო.

“დაუბეგრავი მინიმუმი საშემოსავლო გადასახადის ალტერნატივა არ არის. ეს არის უკვე დაბეგრილი თანხა, რეგისტრირებულია 220 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, გაცემულია 30 მილიონ ლარზე მეტი”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები