რუსულმა ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკი დაბომბა

რუსულმა ავიაციამ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. დედაქალაქი, სირიის ქალაქი რაყა დაბომბა.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, რაყას დამბობვას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 70 დაშავდა.
აქტივისტების ცნობით, შედეგად ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩა, რადგან ავიაციამ წყლის სატუმბი სადგურები გაანადგურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ავიაციამ რაყას გარშემო მდებარე ობიექტები დღეს დილით დაბომბა, სამიზნეეებს შორის დასახელებულია დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკი, იარაღის საწყობი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები