პორტუგალიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

პორტუგალიაში, მადეირას კუნძულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, 400-ზე მეტი მოქალაქე ევაკუირებულია, 170-მა ადამიანმა დახმარებისთვის ექიმებს მიმართა. მათ დამწვრობები და სასუნთქი გზების დაზიანებები აღენიშნებათ.
ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მათ შორის, ადგილობრივები და ტურისტები.
დამწვარია რამდენიმე ათეული სახლი და ხანძრის ჩასაქრობად 3 ათასამდე მეხანძრეა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები