თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა

თურქეთში, პროვინცია მარდინში, საავადმყოფოს შენობასთან აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თავდამსხმელთა სამიზნე საავადმყოფოს ტერიტორიაზე მყოფი პოლიციის ავტომობილი იყო.
არსებული მონაცემებით, დაჭრილია სულ მცირე 50 მშვიდობიანი მოქალაქე. პოლიცია დამნაშავეების ძებნის ოპერაციას ახორციელებს. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები