დანიაში ირანელი ახალგაზრდა დააკავეს, რომელიც თავშესაფრის აფეთქებით იმუქრებოდა

დანიაში სამართალდამცველებმა ირანელი ახალგაზრდა დააკავეს, რომელიც აფეთქებით იმუქრებოდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ნიუ-ბორგში, დევნილთა თავშესაფარში მოხდა. 22 წლის ახალგზრდა შენობის სახურავზე ავიდა და განაცხადა, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს, რომელსაც აამოქმედებს. იმ დროს დევნილთა ცენტრში 500-მდე თავშესაფრის მაძიებელი იმყოფებოდა.
პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე არასაფრენი ზონა გამოაცხადა და შენობის ევაკუაცია მოახდინა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ეჭვმიტანილი პოლიციას ჩაბარდა.
ოფიციალური პირები მის ვინაობას არ ახმაურებენ.
მათი ინფორმაციით, დაკავებული ირანელი დევნილია, რომელიც დანიაში თავშესაფარს ითხოვს, თუმცა ამ დევნილთა ცენტრში არ ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები