ერდოღანი პუტინს შეხვდა – „პოლიტიკური თვალსაზრისით, რეგიონში ჩვენგან ძალიან ბევრს ელოდებიან“

“თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა რეგიონში ბევრ პრობლემას მოაგვარებს”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„პოლიტიკური თვალსაზრისით, რეგიონში ჩვენგან ძალიან ბევრს ელოდებიან. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდ წვლილს შეიტანს ბევრი რეგიონული პრობლემის მოგვარებაში“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს გულთბილი მიღებისათვის.
ამასთან, ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს, მადლობა გადაუხადა იმ სატელეფონო ზარისთვის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მის მიმართ განახორციელა.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები 2015 წლის ნოემბრის შემდეგ ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები