რიო-დე-ჟანეიროს პოლიციამ ნამიბიის ნაკრების მედროშე გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავა

რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაზე მაროკოელი მოკრივე ჰასან საადას შემდეგ,ნამიბიის ნაკრების მედროშე, ჯონას ჯუნიოსი, ბრაზილიის პოლიციამ დააკავა. 13932059_1197490100273481_125433454_o
სამართალდამცველთა ინფორმაციით, ძალოვნებმა ნამიბიის ნაკრების მედროშე გაუპატიურების მცდელობისათვის დააკავეს.
22 წლის აფრიკელი მოკრივე ოლიმპიურ სოფელში მომსახურე პერსონალის ერთ-ერთ წარმომადგენელს ინტიმური კავშირის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.
გოგონამ სპორტსმენის წინადადებაზე უარი თქვა, სასტუმროს ნომრიდან გაიქცა და პოლიციას მიმართა.
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მსგავსი შემთხვევა უკვე მოხდა, როდესაც მაროკოელი მოკრივე ჰასან საადა დააკავეს, რომელიც ინტიმურ კავშირს ოლიმპიური სოფლის ერთდროულად ორ თანამშრომელს სთავაზობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები