უკრაინის გენპროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გენპროკურატურამ პრეზიდენტი 2013-2014 წლებში მაიდნის არეულობის საქმეში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა.
აღნიშნულ საქმეზე უკვე დაკითხული არიან პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი, შს მინისტრი არსენ ავაკოვი და უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსანდრე ტურჩინოვი.
ევროინტეგრაციის მომხრეები კიევის მოედანზე 2013 წლის 21 ნოემბერს მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ცნობილი გახდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების შესახებ. მოგვიანებით მაიდანი რადიკალებისა და ძალოვანების დაპირისპირების ცენტრი გახდა, რასაც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ სიკვდილზე პასუხისმგებლობას უკრაინის ხელისუფლება ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და შსს-ს სპეცდანიშნულების დანაყოფ “ბერკუტს” აკისრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები