მაკედონიაში მომხდარ წყალდიდობას 15-მდე ადამიანი ემსხვერპლა
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მომხდარ წყალდიდობას დაახლოებით 15-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ადგილობრივი მედია სამართალდამცველებზე დაყრდნბით იტყობინება, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
უწყების ინფორმაციითვე, წყალდიდობა დილის 8:30 წუთზე დაიწყო.
„ჩვენ მომენტალურად დავიწყეთ ხალხის გადარჩენის ოპერაცია. 15 გარდაცვლილი ვიპოვეთ, თუმცა ვვარაუდობთ, რომ დაღუპულები კიდევ არიან”, – აცხადებენ მაკედონიის პოლიციაში.