ზააბრიუკენის კაფეში შეჭრილი პირი მფლობელის სიძე აღმოჩნდა

NO FAMILIY NAME GIVEN ACORDING TO GERMAN PRESS CODEX German police officers guard outside the regional court in Frankfurt, Germany, Monday, Sept.15, 2014. German Kreshnik B. stands on trial at the higher regional court in Frankfurt, He is accused of having been a member of the Islamic state group in Syria. He was arrested when he came back to Germany in December 2013. (AP Photo/Michael Probst)

ზაარბრიუკენის ერთ-ერთ კაფეში მყოფი შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ობიექტზე დღეს დილით შეიჭრა, სავარაუდოდ, კაფის მეპატრონის სიძეა.
როგორც „როიტერი“ სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კაფეში შეჭრილი და “გამაგრებული“პირი წარმოშობით მაკედონელია, მაგრამ გერმანიაში დიდი ხანია ცხოვრობს.
პოლიციაზე დაყრდნობით, უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ ფაქტს ტერორიზმთან საერთო არაფერი აქვს. ამასთან, მას არ ჰყავს მძევლები და პოლიციასთან კონტაქტზე არ გამოდის.
შეიარაღებული პირი 43 წლამდე ასაკისაა.
გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, დღეს დილის საათებში, გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში მდებარე ერთერთ კაფეში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. ამ დროისთვის, კაფეს, სადაც შეიარაღებული პირი იმყოფება, პოლიციის რაზმებია მობილიზებული, თუმცა არ კონკრეტდება, არიან თუ არა კაფეში სხვა ადამიანები. გამოცემის ინფორმაციით, მასთან მოლაპარაკებას ცდილობს პოლიციისა და ფსიქოლოგთა ჯგუფი, რათა გაირკვეს, რა არის აღნიშნული ფაქტის მიზეზი. უახლოეს ხანში გერმანიის სპეცდანიშნულების რაზმი კაფეზე იერიშს გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები