პატიმრობაში მყოფი სამხრეთ აფრიკელი ათლეტი ოსკარ პისტორიუსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სამხრეთ აფრიკელი ათლეტი ოსკარ პისტორიუსი მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პისტორიუსს დაზიანებები მაჯებზე აღენიშნება. ციხის პრეს-სპიკერის განმარტებით, სადაც ათლეტი სასჯელს იხდის, პისტორიუსმა თვითდაზიანება მიიყენა.
პრეს-სპიკერმა დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის მიზეზით თავი შეიკავა.
გასულ თვეში, პროკურორმა განაცხადა, რომ 6-წლიანი სასჯელი ძალიან მსუბუქია იმისთვის, ვინც ადამიანი მოკლა. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
ოსკარ პისტორიუსმა თავის მეგობარ გოგოს 2013 წელს ვალენტინობის დღეს დახურული აბაზანის კარიდან ესროლა. ათლეტის განმარტებით, მას სახლში შემოსული ადამიანი თავდამსხმელი ეგონა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები