სექტემბრის ბოლომდე აშშ 10 000 სირიელ ლტოლვილს მიიღებს

 ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სირიელი ლტოლვილების დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები სრულად შეძლებს შეასრულოს პრეზიდენტ ობამას დანაპირები და სექტემბრის ბოლომდე ათი ათასი სირიელი ლტოლვილი მიიღოს. 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით, რვა ათას ოთხი სირიელი ლტოლვილი, რომელიც სამშობლოში ძალადობასა და დევნას გამოექცა, შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა. აქედან, ნახევარზე მეტი 14 წლისაც არ არის. ამ მონაცემებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ლტოლვილთა რეგისტრაციის ცენტრი იტყობინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები