ბელგიაში ქალ პოლიციელებზე თავდამსხმელი მოკლეს

ბელგიის ქალაქ შარლერუაში, ქალ პოლიციელებზე თავდამსხმელი მოკლეს. ინფორმაციას უცხოური მედია შარლერუას პოლიციზე დაყრდნობით ავრცელებს.
ძალოვნების ინფორმაციით, თავდამსხმელი, პოლიციელთა მიერ საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ბელგიის ქალაქ შარლერუაში ”მაჩეტეთი” შეიარაღებული მამაკაცი ორ პოლიციელს თავს დაესხა. შეიარაღებული მამაკაცი ”ალაჰ აკბარს” ყვიროდა და ორ პოლიციელს ჭრილობებს აყენებდა.
დაშავებული პოლიციელი ქალები, შარლერუას პოლიციის ინფორმაციით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები